შექმენით საფეხბურთო მატჩის მუსიკალური გაფორმება
„მხიარულების ციებ-ცხელება“ არის სახალისო, ენერგიული და მოქნილი აქტივობა, რომელიც იწვევს მონაწილეებს შექმნან მუსიკალური ნაწარმოები დიდ ეკრანზე მიმდინარე საფეხბურთო მატჩების კოლაჟისათვის.
გუნდი იყოფა ორ ჯგუფად: წითელმაისურებიან და ყვითელმაისურებიან მონაწილეებად. ძალზე მხიარული და ამყოლი „მწვრთნელის“ წინამძღოლობით, გუნდები უყურებენ საფეხბურთო მატჩების ვიდეოების სერიას, რომლის თითოეულ ნაწილს აქვს განსაზღვრული ხმოვანება. გუნდის წევრების ნაწილი ვალდებულია გამოსცეს ეს ხმოვანება საჭირო დროს და რაც მნიშვნელოვანია, საკუთარ გუნდთან ჰარმონიასა და უნისონში.
scenario is rehearsed guided by the team coach.
გუნდები იყენებენ ორივე, ვოკალურ და ფიზიკურ მოქმედებას ამ სპეციალური ხმების გამოსაცემად, რომლებიც გამოხატავს: მატჩის დაწყების სტვენას, ბუცის ბურთზე დარტყმის ხმას, გაშვებული გოლის თანმდევ „ოჰ“ შორისდებულს, ბურთის მკერდზე დარტყმის ხმას, ბურთის ძელზე დაჯახებასა და რასაკვირველია, სამხრეთ ამერიკულ შმაგურ შეძახილს „გოოოოოოოოოოოოოლ,“ რომელიც ბურთის ბადეში გახვევას ზეიმობს!
სავარჯიშო თანდათან რთულდება, რადგანაც თითოეულ გუნდს ევალება ხმების მზარდი რაოდენობის გახმოვანება მატჩის მსვლელობის აკომპანირებისათვის. ეს ხმები ასევე მოიცავს ემოციურ შეძახილებს სტადიონის ტერასებიდან. თითოეული ასეთი სავარჯიშოს სცენარი მიმდინარეობს მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ.
ვიდეოების სერია აღწევს კულმინაციურ მომენტს, როდესაც საპენალტო დარტყმის დრო დგება. მოგებული გუნდი საკუთარ წარმატებას აღნიშნავს მექსიკური ტალღით, პირდაპირ ოთახის გასწვრივ.
ეს სწრაფი, ფიზიკური და გონებრივი გასართობი შექმნილია იმისათვის, რომ ენერგიით დამუხტოს და გაახალისოს თქვენი გუნდი, ხოლო მის წევრებს სახეზე ფართო ღიმილი მოჰგვაროს.
Fast, physical and highly entertaining, Fever Pitch is designed to engage participants and put a smile on their faces. Fever Pitch stimulates creativity and spontaneity. Full participation is encouraged in this wonderfully uplifting and memorable shared experience that will be talked about for a long time to come.
Fever Pitch aroused passion and instant engagement from all delegates. It shifted the mood in the conference and people were found in groups still singing "We WIll Never Walk Alone" later in the evening.