როგორ შევქმნათ ინოვაციური გუნდი დისტანციურად მომუშავე ადამიანებისგან
ვირტუალური თიმბილდინგის დროს გუნდები ერთმანეთს უკავშირდებიან ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, გლობალური ინოვაციების თამაშის ვებ გვერდიდან და ინტერაქტიული სათამაშო ბარათების გამოყენებით ერთვებიან გუნდურ აქტივობაში. თითოეულ მოთამაშეს ეძლევა ერთი და იგივე გეგმა, ინფორმაცია და ანალოგიური დავალება, ფერადი კოდირებული ბარათები და კომბინაციები, რათა დაეხმარონ მათ კრეატიულობაში. ტვინსაჭყლეტი დავალებებით მოთამაშეები აწყდებიან ახალ იდეებს და იზიარებენ მცნებებს, რათა შეიქმნას ერთიანობის განცდა. საბოლოო ჯამში მათ უნდა შეძლონ ერთიანი იდეის წარმოდგენა და პრეზენტაციის ჩატარება სხვა გუნდებისთვის.
აქტივობის მიზანია შეიქმნას ერთიანობა, მოიძებნოს სწორი კომუნიკაციის გზა, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას მისცემს მარტივად ჩამოაყალიბონ პრიორიტეტები, გამოხატონ საკუთარი აზრი გაბედულად, ფოკუსირდნენ საერთო მიზანზე, გაუმკლავდნენ დაბრკოლებებს და მოახერხონ კრეატიული და ინოვაციური მიდგომების გამოხატვა გუნდის წევრებთან ერთად. აქტივობა უბიძგებს გუნდის წევრებს ესმოდეთ საერთო მიზნები და რა როლს ასრულებენ ისინი კონკრეტულად მათ მისაღწევად.
ეს აქტივობა შეიქმნა დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის. თქვენი გუნდი შესაძლოა სახლიდან მუშაობდეს, რეგიონალური ოფისების სხვადასხვა ლოკაციებზე ან სხვადასხვა ქვეყნებში. მოგწონთ თემა, მაგრამ გსურთ პირისპირ ან ჰიბრიდული გადაწყვეტილება? დაგვიკავშირდით რათა მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ მოვარგებთ ამ გამოცდილებას თქვენს გუნდს.
თიმბილდინგის ვებგვერდზე და აპლიკაციაზე დაფუძნებული დისტანციური პროგრამები
იცოდით, რომ ჩვენ გთავაზობთ როგორც ვებგვერდზე, ისე - აპლიკაციაზე დაფუძნებულ აქტივობებს? შეგვეკითხეთ, რომელი დისტანციური პროგრამა შეესაბამება თქვენს ორგანიზაციაში არსებულ ვითარებას.