მოგზაურობა უჩვეულო და საოცარ ადგილზე - თქვენი ორგანიზმი
თამაშში „The Human Race“, რომელსაც მობილური აპლიკაცია მართავს, გუნდები ადამიანის ორგანიზმის სასწაულებს იკვლევენ. ერთი მოთამაშე „მეცნიერია“, გუნდის დანარჩენი წევრები კი „მკვლევარები“. „მკვლევარები“ იღებენ სასიცოცხლო ინფორმაციას და შეკითხვებს, რომლებიც მათ „მეცნიერებს“ უნდა მიაწოდონ.
გუნდები მოგზაურობენ რამდენიმე საფეხურზე, აზიარებენ და იღებენ ცოდნას ადამიანის ორგანიზმის შესახებ. მათი საბოლოო მიზანია შეზღუდულ ვადებში ყველაზე დიდი რაოდენობით ქულების დაგროვება თავისი გუნდისთვის. ქულების გასამრავლებლად გუნდებმა უნდა გამოავლინონ საკითხები, რომლებსაც ისინი წარმატებით შეასრულებენ. ცხოვრებისეული ცოდნის მისაღებად ინფორმაცია სხვა გუნდებს ხომ არ უნდა მიჰყიდონ? ეს მათ დამატებით ბონუს ქულებს მოუტანთ. ორმაგი ბონუს ქულებით, რომელსაც მიიღებს მნიშვნელოვანი სამედიცინო ფრაზის გამშიფვრელი პირველი გუნდი (ეს ფრაზა ყოველი დონის დასაწყისში თანდათანობით გამოვლინდება), იწყება რბოლა!
„Human Race“ ამოცანებზე ორიენტირებული მიდგომის სახალისო და საინტერესო თამაშის საშუალებაა, ეფექტური გუნდური სამუშაოს გამოყენებით და ცვლილებებზე და მოქნილ სტრატეგიაზე დაკვირვებით. გადანაწილებული ფუნქციები საჭიროებს მკაფიო, ზუსტ და თანმიმდევრულ კომუნიკაციას შეკითხვებისა და პასუხების გადასაცემად. გუნდებმა უნდა განსაზღვრონ რომელი გამოწვევა მიიღონ, გადაწყვიტონ, როდის გადავიდნენ მომდევნო საფეხურზე, როგორ მიიღონ ბონუს ქულები და როდის ივაჭრონ სხვა გუნდებთან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე. გამარჯვებული გუნდები იაზრებენ თამაშის მიზნებს, შეიმუშავებენ სტრატეგიას და იყენებენ გადაწყვეტილების კოლექტიურად მიღების მეთოდებს ქულების მაქსიმალურად გასაზრდელად. ცოდნის და კვლევის შესახებ ინფორმაციის გაზიარებით წინა პლანზე გადმოდის ინდივიდუალური დადებითი მხარეები და ხდება გუნდის შეკავშირება.
ეს აქტივობა შეიქმნა დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის. თქვენი გუნდი შესაძლოა სახლიდან მუშაობდეს, რეგიონალური ოფისების სხვადასხვა ლოკაციებზე ან სხვადასხვა ქვეყნებში. მოგწონთ თემა, მაგრამ გსურთ პირისპირ ან ჰიბრიდული გადაწყვეტილება? დაგვიკავშირდით რათა მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ მოვარგებთ ამ გამოცდილებას თქვენს გუნდს.
თიმბილდინგის ვებგვერდზე და აპლიკაციაზე დაფუძნებული დისტანციური პროგრამები
იცოდით, რომ ჩვენ გთავაზობთ როგორც ვებგვერდზე, ისე - აპლიკაციაზე დაფუძნებულ აქტივობებს? შეგვეკითხეთ, რომელი დისტანციური პროგრამა შეესაბამება თქვენს ორგანიზაციაში არსებულ ვითარებას.