მოხერხებულ სტრატეგიაზე და გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული გუნდი
თამაშის „Quickfire Soccer Online“ მატრიცა წაახალისებს დისტანციურ ჩართულობას კაპიტანის პასუხისმგებლობით, რომელიც მატჩებს შორის ერთი მოთამაშიდან მეორეზე გადადის. ამ თამაშის არსი ინკლუზიურობაა; ფეხბურთის თემაზე შექმნილი თამაში გთავაზობთ ჩელენჯების ეკლექტიკურ ნაზავს, რომელიც ყველას შეესაბამება. გუნდები ერთად გაივლიან ხუთ „მატჩს“, ერთ „მატჩში“ შვიდი სხვადასხვა დავალებით, რომლებსაც ჩვენი მარტივად გამოსაყენებელი quickfire აპლიკაცია გააკონტროლებს. დავალებები მოიცავს ბლიც-შეკითხვებს, ერთობლივ ფოტო სესიებს და კრეატიული ვიდეოების გადაღებას. მოთამაშეები სწრაფად უნდა მოქმედებდნენ, გონივრულად გათვალონ სტრატეგიები, მოიპოვონ ქულები და დაიკაონ ლიგაში პირველი ადგილი, თამაშის დასრულების შესახებ სასტვენის ხმის გაგებამდე!
„Quickfire Soccer Online“ სახალისო თამაშია, რომელიც ერთმანეთის გაცნობაში და ისეთი მომენტების შექმნაში დაგეხმარებათ, რაც ესოდენ გვაკლია ვირტუალურ სამუშაო ადგილებზე. სახალისო გამოწვევების ცნობილი თემა და ხელმისაწვდომობა გააუმჯობესებს დისტანციურ კომუნიკაციას და შექმნის მეტად პროდუქტიულ ონლაინ შეხვედრებს. „გუნდის კაპიტნის“ პასუხისმგებლობების გაზიარება მოთამაშეებს უსაფრთხო კონტექსტში დისტანციური მართვის უნარების განვითარებაში დაეხმარება. „Quickfire Soccer Online“ ასევე წაახალისებს გუნდებს ხელმისაწვდომ დროში მათი ნიჭის საუკეთესოდ გამოყენებაში, რაც სახალისო პლატფორმას შექმნის პროდუქტიულობით და სწრაფი მეთოდოლოგიით სარგებლობისთვის.
ეს აქტივობა შეიქმნა დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის. თქვენი გუნდი შესაძლოა სახლიდან მუშაობდეს, რეგიონალური ოფისების სხვადასხვა ლოკაციებზე ან სხვადასხვა ქვეყნებში. მოგწონთ თემა, მაგრამ გსურთ პირისპირ ან ჰიბრიდული გადაწყვეტილება? დაგვიკავშირდით რათა მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ მოვარგებთ ამ გამოცდილებას თქვენს გუნდს.
თიმბილდინგის ვებგვერდზე და აპლიკაციაზე დაფუძნებული დისტანციური პროგრამები
იცოდით, რომ ჩვენ გთავაზობთ როგორც ვებგვერდზე, ისე - აპლიკაციაზე დაფუძნებულ აქტივობებს? შეგვეკითხეთ, რომელი დისტანციური პროგრამა შეესაბამება თქვენს ორგანიზაციაში არსებულ ვითარებას.