გაახმოვანე სცენარი და გადაიღე ფილმი
„გაახმოვანეთ“ წარმოადგენს მოქნილი ფორმატის აქტივობას, რომელიც გუნდებს საშუალებას აძლევს გამოიკვლიონ კომპანიის საკითხები მხიარული კონტექსტის მეშვეობით. თითოეული გუნდი მუშაობას იწყებს მოკლე ვიდეო-ამონარიდზე რომელიმე ფილმიდან. ეს კლიპები სპეციალურადაა შერჩეული თავიანთი ეკლექტური სტილისა და ჟანრის გამო, თუმცაღა ყოველი მათგანი წარმოადგენს დიალოგს დამახასიათებელ პერსონაჟთა შორის. გარდა ამისა, ფილმის თავდაპირველი დიალოგი ამოღებულია მოცემული კლიპიდან.
მიეცემათ რა კომპანიასთან კავშირში მყოფი სპეციფიკური თემა, გუნდებს დაევალებათ შექმნან დიალოგის სცენარი, რომელიც დაედება მოცემულ ეპიზოდს ფილმიდან. აქტივობის კულმინაციური მომენტი დგება მაშინ, როდესაც გუნდები იწყებენ ფილმის გახმოვანებას „ცოცხლად“ (live). მიკროფონები მზადაა და საყოველთაო დაძაბულობა მატულობს, ხოლო უკუთვლის საათი იწვევს თითოეულ გუნდს წარმოდგენის დასაწყებად.
იდეალური სინქრონიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია დროულობა და კოორდინაცია. „გაახმოვანეთ“ გუნდის შეკავშირების ძლიერმოქმედი აქტივობაა, რომელიც გუნდს საშუალებას აძლევს გამოიკვლიოს მესიჯების გავრცელება კომუნიკაციის, ფასეულობებისა და მომხმარებელთა მომსახურების შესახებ. საჭიროა მართვის კარგი უნარი, რათა ეს სავარჯიშო მოცემულ დროში შესრულდეს. ამ აქტივობაში წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი ფაქტორებია როლების სწორი გადანაწილება, აწყობილი კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე და სითამამე.
We used Re-Dub to kick off one of our leader´s seminar. We got little cartoon clips and we created new scenarios based on real management situations. Results were cool and humorous and people were surprised: "Is that really my voice?". The game is pleasantly intense, roles have to be divided very quickly - no time for deliberation!