Barkitecture

ააგეთ და მორთეთ ძაღლის სახლი

1 - 2 საათები
დახურული და ღია სივრცე
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
30 - განუსაზღვრელი

შესახებ

თითოეულ გუნდს გადაეცემა სპეციალური ხელსაწყოები და გამოსაყენებელი მასალა. მათ უნდა შეძლონ დროისა და რესურსების იმგვარი განაწილება, რომ დაგეგმონ და ააგონ  ძაღლის მყარი და უნიკალური სახლი. ამის შემდგომ, გუნდები მონაწილეობას იღებენ აქტივობების სერიაში, რათა მოიგონ დამატებითი გასაფორმებელი მასალა  სახლის გასალამაზებლად.

მას შემდეგ რაც ძაღლის სახლები აიგება, ისინი წარმოდგენილი იქნება სპეციალურ შოუზე. ყველაზე საინტერესოა გამარჯვებულის გამოვლენის პროცესი, რომელსაც საკუთარი ცხვირითა და ყნოსვით მოძებნის ... ძაღლი, მოყვანილი ადგილობრივი თავშესაფრიდან! დამატებითი პრიზები შეიძლება გადაეცეს ყველაზე „კრეატიულ ხუხულას“, ან ყველაზე მაგარი „გუნდური შემართების“ მქონე ჯგუფს და ა.შ

სწავლების შედეგები

გუნდებმა უნდა შეძლონ თითოეული მონაწილის უნარების გამოვლენა და  გამოყენება. გუნდს დასჭირდება პროექტის მართვის კარგი უნარები, რათა ძაღლის სახლის დიზაინის შექმნა, დეკორაციის მოფიქრება, დაგეგმვა და კონსტრუქცია ჩაჯდეს მოცემულ დროში და შესრულდეს შეზღუდული რესურსების გამოყენებით.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

გუნდების მიერ აგებული სახლები შესაძლოა გადაცემულ იქნას ძაღლების აყვანის სააგენტოებისათვის, რომლებიც ამ სახლებს წამახალისებელ ბონუსად გამოიყენებენ ძაღლების აყვანის მსურველთათვის. შესაძლოა ეს ხუხულები აუქციონის გზით გაიყიდოს და ფული გაეგზავნოს ცხოველთა თავშესაფრებს.

Related Testimonial

The necessary project management ensured that everyone was involved and focused on the task at hand. People used their diverse skills from woodwork to creative decoration. It was great fun! Everyone was pleased that their efforts were going to a good cause.

Metlife

მოითხოვეთ ციტატა