გუნდი გადაიქცევა ორკესტრად მხოლოდ 2 საათში!
ძლიერმოქმედი და ემოციური მუსიკალური სავარჯიშო, რომელიც მონაწილეებს, დირიჟორის ჯოხის დაქნევაზე, ნამდვილი სიმფონიური ორკესტრის წევრებად გადააქცევს.
ამბობდნენ, რომ ეს შეუძლებელია. ამბობდნენ, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია. ამბობდნენ, რომ ჩვენ ყველანი გიჟები ვართ. თუმცა, ჩვენ უკვე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ სავსებით შესაძლებელია აიღო მუსიკალური გამოცდილების არმქონე ადამიანების ჯგუფი და სულ რაღაც 90 წუთში მათგან ნამდვილი სიმფონიური ორკესტრი შექმნა. სწორედ ამას ქვია გაორკესტრება! - გუნდის შეთამაშების არაჩვეულებრივი აქტივობა, რომელიც სრულიად გარდაქმნის მონაწილეებს და განუმეორებლად დაახლოვებს თითოეულ მათგანს ერთმანეთთან.
სიმფონიური ორკესტრი, ზოგადად, საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შრომობს მთელი გუნდი, როგორც ერთი. აუცილებელია, რომ გუნდის წევრები, ემოციური და შემოქმედებითი თვალსაზრისით, აეწყონ ერთმანეთზე; მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები სხვადასხვა ფუნქციას ასრულებენ, ისინი ერთად იღვწიან საერთო მიზნის მიღწევისათვის. ეს არის გუნდურობის ის საიდუმლო, რომელიც აქამდე მხოლოდ ღვაწლმოსილი მუსიკოსებისათვის იყო ცნობილი და ხელმისაწვდომი.
ჩვენი ახალბედა ორკესტრანტები ისწავლიან ნამდვილ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, როგორიცაა სიმებიანი, ხის ჩასაბერი, თითბერის სასულე და დასარტყამი ინსტრუმენტები. მას შემდეგ რაც მონაწილეები შეარჩევენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ისინი გადანაწილდებიან მცირე ჯგუფებში და პროფესიონალი მუსიკოსის მეთვალყურეობის ქვეშ იწყებენ მუშაობას. მიაღწევენ რა გარკვეულ შედეგს, მონაწილეები ერთიანდებიან და დირიჟორის ჯოხის აქნევაზე იწყებენ სპეციალურად მათთვის დაწერილი ხუთწუთიანი ნაწარმოების დაკვრას, როგორც გამოცდილი სიმფონიური ორკესტრი. შედეგი, როგორც წესი, გამაოგნებელია.
ამბობენ, მუსიკას აქვს უნიკალური უნარი, რომ შეძრას ადამიანები. აქტივობა „გაორკესტრებას“ კი ძალუძს ისე დაძრას თქვენი გუნდი, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეაძლებინოს.
გაორკესტრება არის ჭეშმარიტად ყველაზე რთული და „მომთხოვნი“ აქტივობა. იგი აიძულებს მონაწილეებს მაქსიმალურად დაიხარჯონ, ბოლომდე გამოავლინონ მალული უნარები და გადალახონ წარმოსახული შესაძლებლობების ზღვარი. ეს აქტივობა მოითხოვს თავდაუზოგავ შრომას, მაქსიმალურ კონცენტრაციასა და ნამდვილ გუნდურ სულისკვეთებას. თუმცა, ამ რთული ამოცანის გადალახვის შემდეგ გუნდი ჯილდოვდება იმ განუმეორებელი გამოცდილებით, რომელიც არასოდეს არავის დაავიწყდება.
Orchestrate! is, without doubt, one of our most demanding and challenging events. It will stretch your people to their full potential and beyond their perceived limitations. It will demand hard work, total concentration and real teamwork. But, as hard as this challenge is, the reward is an experience that will never be forgotten. A symphony orchestra is probably one of the best examples of a team working as one. Emotionally and creatively the players have to be tuned-in to each other, and people doing different tasks have to work together towards a common goal. It is an experience that up until now has been only available to the dedicated musician.
They say music has the power to move people. Orchestrate! can move your team to achieve anything.
„გაორკესტრება“ გახლავთ დაუვიწყარი და ექსტრაორდინალური აქტივობა, რომლის მონაწილეებიც თავს აღტაცებულად გრძნობენ. რატომ არ უნდა გაუნაწილოთ ეს შეგრძნება სხვებსაც? მოიწვიეთ სხვებიც, რათა შეიძინონ მონაწილის ადგილი. იქნებ ხართ ისეთი გარე ორგანიზაციის წევრი, რომლის თანამშრომლებიც ისურვებდნენ ასეთ აქტივობაში მონაწილეობას? აქტივობის დაგეგმვამდე გაცილებით ადრე თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ მცირე შეჯიბრი ადგილობრივ სკოლებში და მოგებული ბავშვები მიიღებენ დასწრების ბილეთი. ასევე, მხედველობაში იქონიეთ, რომ აქტივობის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ მუსიკალური ინსტრუმენტები უსასყიდლოდ გადასცეთ შესაბამის ორგანიზაციას.