მამაცი გუნდები ნდობის, კუთვნილებისა და მთლიანობის გარემოში ფუნქციონირებენ. მათ უნდა იკისრონ მეტად კომპლექსური პროექტების ერთად შესრულების ინიციატივა. ისინი ერთად უმკლავდებიან გამოწვევებს და უშიშრად ხვდებიან ცვლილებას.
მამაც მუშაკებს თვითრწმენა აქვთ. ისინი მეტ მცდელობას აკეთებენ, მეტის სჯერათ და უფრო მეტზე საუბრობენ ღიად. როგორც გუნდის წევრები, ისინი თავს ღირებულად მიიჩნევენ და სხვებსაც აფასებენ. ადამიანები, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ ენდობიან და აქვთ მხარდაჭერა გუნდის სხვა წევრების მხრიდან გადიან თავისი კომფორტის ზონიდან და ახალ გამოწვევებს იღებენ.
სიმამაცის განვითარებას დრო და პრაქტიკა სჭირდება. და გუნდის ლიდერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ლიდერები უნდა ავლენდნენ დადებით დამოკიდებულებას და წაახალისებდნენ გუნდის სხვა წევრებს შემართებით ისაუბრონ და გააზიარონ თავისი მოსაზრებები. აქტიური მოსმენა ჩვევად გადააქციეთ. გამოავლინეთ ინტერესი სხვების მოსაზრებების მიმართ შეკითხვების დასმის გზით. შექმენით გარემო, რომელშიც ადამიანებს არ სრცხვენიათ იმის დაფიქსირება, რომ მათ არ იციან პასუხი კითხვაზე. როდესაც ყველა თავს პროცესის მონაწილედ გრძნობს, მათი მოსაზრებები შემოქმედებითად ფასდება და კომუნიკაცია მარტივად მიმდინარეობს.
ხელმძღვანელებმა ხელი უნდა შეუწყონ ღია, გულახდილ კომუნიკაციას, რომელიც გადაწყვეტილებებზეა ორიენტირებული. დაუჭირეთ მხარი გუნდის წევრებს, რომლებიც საუბრობენ გაუმართავ საკითხებზე და პოტენციურად სენსიტიურ საკითხებს გიზიარებენ. საუბრის სიმამაცე გუნდს პრობლემების გადაჭრაში, გადაწყვეტილებების მოძიებაში და გამბედავი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
არსებითი მნიშვნელობა აქვს ისეთი შესაძლებლობების შექმნას, რომელშიც გუნდის წევრები იცნობენ ერთმანეთს და იმ ღირებულებებს და უნარებს, რომლებიც მათ გუნდისთვის მოაქვთ. ჯგუფში ინდივიდუალური პიროვნების ნიჭის გაგება და დაფასება გუნდს შესაძლებლობების ზედმიწევნით და ზუსტად შეფასების, ასევე გამოწვევებთან მიზანმიმართული გამკლავების საშუალებას აძლევს. დროის და საერთო გამოცდილების განმავლობაში, გუნდის წევრები ითვალისწინებენ წარსულს რისკის რაციონალურად შესაფასებლად, ერთობლივი გადაწყვეტილებების მისაღებად და დაუფიქრებელი, არაპროდუქტიული მოქმედებების თავიდან ასარიდებლად.
Look at this selection of related popular programs.
Need help in deciding? Looking for something else?