BeatsWork

გუნდური შეკავშირების წახალისება დრამინგით

1 - 2 საათები
დახურული და ღია სივრცე
გამაერთიანებელი
20 - განუსაზღვრელი

შესახებ

„რიტმის ძალა“ არის საოცრად მხიარული აქტივობა გუნდის შეკვრისა და შეთამაშებისათვის. იყენებს რა სამბას გადამდებ რიტმს, აქტივობა „რიტმის ძალა“, ცალკეული პირებისაგან შემდგარ გუნდს უმალ გადააქცევს  დასარტყამი ინსტრუმენტების ერთიან და გიგანტურ ანსამბლად, რომლის თითოეული წევრი საკუთარ პარტიას ასრულებს საჭირო დროსა და მომენტში.  25 წლის წინ, „კატალისტ გლობალის“ (Catalyst Global) მიერ შემუშავებული გუნდური შეკავშირების ეს სავარჯიშო მიზნად ისახავს თანაზიარი შთაგონებისა და გართობის უზრუნველყოფას.

მუშაობის პრინციპი

პატარა სამუშაო ჯგუფებში გადანაწილებული გუნდის წევრები, პროფესიონალი დამკვრელის მეთვალყურეობით, იწყებენ სამბას ძირითადი რიტმებისა და მცირე მუსიკალური ფრაგმენტების შესწავლას. რიტმებზე დაფუძნებული სხვადასხვა „გამახურებელი“ სავარჯიშოების ათვისების შემდგომ, ჯგუფის წევრები ნამდვილ ინსტრუმენტებზე გადაინაცვლებენ და თითოეული ჯგუფი განსხვავებულ ინსტრუმენტსა და რიტმს შეისწავლის. გუნდის წევრებში თვითრწმენისა და დაკვრის უნარის გაუმჯობესებასთან ერთად, პატარა ჯგუფები ნელ-ნელა გაერთიანდებიან, რათა ერთობლივად მოემზადონ შესანიშნავი, რიტმული და გრანდიოზული მასშტაბის ფინალისათვის.

„რიტმის ძალა“ ითრევს ყველას. გუნდში ყველაზე თავშეკავებულთაც კი, ყურებამდე ეხსნებათ ღიმილი, მას შემდეგ რაც კოლეგებთან ერთად საერთო რიტმში ფეხების ბაკუნს, ტაქტში ცემას, სხეულის რხევასა და ინსტრუმენტზე დაკვრას გამოსცდიან. ეს ჯგუფური მუშაობის საუკეთესო მაგალითია. „რიტმის ძალა“ თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, რომ როდესაც ადამიანები ერთ რიტმში და გუნდურად ასრულებენ სამუშაოს, ისინი შეუჩერებელ ძალად იქცევიან.

რატომ უნდა აირჩიოთ კორპორაციული დრამინგი „კატალისტთან“ ერთად?

ჩვენ, როგორც გუნდური შეკავშირების ამ ძლიერმოქმედი თამაშის ავტორებს, მყარად გვწამს, რომ სწორედ ჩვენ გახლავართ ყველაზე გამოცდილი და საუკეთესო შემქმნელები დრამინგზე დაფუძნებული გუნდური სავარჯიშოებისა. ეს ჩვენ ვიყავით, ვინც პირველებმა წარადგინეს „კორტორატიული სამბა“ დიდ ბრიტანეთში და მას შემდეგ მეოთხედ მილიონზე მეტი ადამიანი აგრძელებს ყოვლისმომცველი რიტმის ქვეშ სვლას „კატალისტ გლობალსა“ და მის პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს გარშემო. ეს არის 250 ათასზე მეტი ზურგი, რომელიც ერთ რიტმს ჰყვება და 250 ათასზე მეტი გული, რომელიც როგორც ერთი - ისე ძგერს. 

თუ ერთიანობის განწყობის შექმნა და თანაზიარი წარმატების მიღწევა თქვენთვის მნიშვნელოვანია - მაშინ გააღვიძეთ თქვენში მიძინებული რიტმის ძალა, რომელიც მხოლოდ საუკეთესო თვისებებს წარმოაჩენს გუნდის წევრებში.

სწავლების შედეგები

„რიტმისძალის“ ფინალი მოითხოვს მონაწილეების  მიერ ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და მრავალფენოვან ინტეგრაციაში მონაწილეობის მიღებას, რაც ძალიან წააგავს კომპანიებში არსებულ სტრუქტურას. ეს ძლიერმოქმედი პროგრამა თვალსაჩინოდ წარმოაჩენს სტანდარტული ოპერაციული პროცედურების მნიშვნელობას ბრწყინვალების სტანდარტის თანდათანობით მიღწევის პროცესში. როდესაც გუნდის თითოეული წევრი და თავად გუნდი შეასრულებს საკუთარ ინდივიდუალურ როლს და წვლილს შეიტანს საერთო საქმეში - სწორედ მაშინ აღწევს მთელი გუნდი წარმატებას.  ეს ქმნის გაცილებით  უფრო მნიშვნელოვან შედეგს, ვიდრე უბრალოდ ინდივიდუალურ ქმედებათა გაერთიანებაა; ეს ქმნის თვალსაჩინო მაგალითს იმ ძალთა გაერთიანებისა, რომელსაც საერთო მიზანი აქვს დასახული.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

თქვენ უკვე გამოსცადეთ „რიტმის ძალა“ და განიცადეთ ერთიანობის ის შესანიშნავი გრძნობა, რომელსაც ეს აქტივობა ქმნის? მაშინ იქნებ კიდევ უფრო შორს წასვლა გაბედოთ და ამ პოზიტიური გამოცდილების უფრო დიდ პუბლიკასთან გაზიარებაც მოიწადინოთ? დაიხმარეთ მოხალისეები, რათა მათ ორგანიზება გაუწიონ ამ ღონისძიებას და გაავრცელონ ხმა მის შესახებ მიზნობრივ ჯგუფებთან. შექმენით დაფინანსებული „სამბა ბენდი“ და მოაწყვეთ მინი-კონცერტი ადგილობრივი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში ან მოხუცებულთა თავშესაფარში.  მხოლოდ თქვენი წარმოსახვაა საზღვარი, იმისა თუ რა შედეგების მიღწევა შეიძლება ამ გადამდები აქტივობის მეშვეობით.

Related Testimonial

You should have seen their faces! I've worked with almost all of them back at the office and I was amazed at how they came out of their shells. They all got into it so much - drumming, dancing - even the vocal parts! It was like, 'Wow! He can really swing!

TomTom

მოითხოვეთ ციტატა