გადალახეთ საზღვრები
ყველაფერი იწყება საიდუმლო ვიდეო-მესიჯით, რომელშიც გამყინავი ხმა გუნდის წევრებს თამაშში საპაექროდ იწვევს. ყველა გუნდს აქვს წინასწარ განსაზღვრული მხოლოდ ერთი ხანგრძლივობის დრო, რათა შეძლოს სპეციალური კოდის გატეხვა და უკუთვლის შეჩერება. თამაშის მოგებისათვის კოდი მოცემული დროის ამოწურვამდე უნდა იქნას შეყვანილი ელექტრონული კომბინაციის საკეტში.
ყველაფერი იწყება საიდუმლო ვიდეო-მესიჯით, რომელშიც გამყინავი ხმა გუნდის წევრებს თამაშში საპაექროდ იწვევს. ყველა გუნდს აქვს წინასწარ განსაზღვრული მხოლოდ ერთი ხანგრძლივობის დრო, რათა შეძლოს სპეციალური კოდის გატეხვა და უკუთვლის შეჩერება. თამაშის მოგებისათვის კოდი მოცემული დროის ამოწურვამდე უნდა იქნას შეყვანილი ელექტრონული კომბინაციის საკეტში.
ერთადერთი სასარგებლო ხელსაწყო, რომელიც ოთახში მოიპოვება, არის თითოეული გუნდისათვის განსაზღვრული ალუმინის ყუთი. წარმატებისაკენ მიმავალი პირველი ნაბიჯი გულისხმობს ყუთის გახსნას. ყუთის შიგთავსში მოთამაშეები აღმოაჩენენ ოთხ დამაინტრიგებელ პატარა კეისს, რომლებიც ჩაკეტილია მყარი კომბინაციის ბოქლომით. ეს საკეტები მოიცავს კოდებსა და მისტიკურ ამოცანებს, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია გუნდის წევრებისათვის თამაშის გასაგრძელებლად.
ბოლო, მეოთხე კეისში გუნდის წევრები იპოვიან წერილებს. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეებმა შეძლეს წერილების სწორი თანმიმდევრობით დალაგება - ისინი მიიღებენ სპეციალურ სლოგანს და გახსნიან სპეციალურ კოდს, რომელიც დაეხმარებათ უკუთვლის შეჩერებასა და თამაშის წარმატებით დასრულებაში. ეს საკმაოდ დაძაბული თამაშია და ზოგ მომენტში შესაძლოა გუნდის წევრები გამარჯვების მოპოვებაში დაეჭვდნენ კიდეც, თუმცა როგორც ცხოვრებაში ხდება ხოლმე - სპორტი და ბიზნესი, ცივი გონება და ლოგიკური მიდგომა და ასევე, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა დაეხმარებათ მოთამაშეებს გადალახონ ყველაზე სასოწარკვეთილი და უიმედო სიტუაციებიც კი და მოიპოვონ საბოლოო გამარჯვება. ეს არ არის მარტივი ამოცანა და გამოწვევა, თუმცა მისი ასეთი სირთულით გადალახვა მოგებისა და წარმატების მოპოვებას კიდევ უფრო სანატრელსა და სანუკვარს ხდის.
აქტივობის განმავლობაში მიღწეული ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი არის გუნდების მიერ ინდივიდუალური და განსხვავებული უნარების გაერთიანება და პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომების შემუშავება.
„გახსენით ყუთის“ ყველაზე საინტერესო მომენტი არის მისი დასკვნითი ნაწილი, რომელშიც ყველა გუნდი ერთიანდება, რათა შეძლონ ყველა მინიშნების შეერთება და სწორი გამხსნელი კოდის მიღება. თამაშის ამ ნაწილში გუნდური ძალისხმევა და თანამშრომლობის განწყობა გადამწყვეტია.