ონლაინ ენერჯაიზერი დისტანციურად მომუშავე გუნდებისთვის
ჩვენი საინსტრუქციო აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ მონაწილეები მზად არიან თამაშის დასაწყებად ვიდეო საკონფერენციო პლატფორმაზე. თამაშის წამყვანი ეცნობა მოთამაშეებს და ანაწილებს მათ ჯგუფებში. ამის შემდეგ იწყება პირველი რაუნდი რომელშიც მოთამაშეები თითო კითხვას უსვამენ ერთმანეთს თავიანთი ვირტუალური ბინგო კარტიდან. ეს კითხვები ეხება სახალისო შემთხვევებს, კარიერულ მიღწევებს და საინტერესო პერსონალურ ფაქტებს. მაგ. ამ ჯგუფში თუ არის მოთამაშე რომელიც უჩვენებიათ ტელევიზიაში?
მონაწილეებს სახელები (პასუხები)შეჰყავთ ინტერაქტიულ აპლიკაციაში. ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია მიიღოს ქულა ნებისმიერ კითხვაზე. სამი წუთის შემდეგ, მოთამაშეები გადაინაცვლებენ სხვა ჯგუფში და პროცესი მეორდება. მეორე რაუნდის შემდეგ ყველა უბრუნდება მთავარ ვირტუალურ ოთახს და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ აღმოჩენებს.
ხშირად ონლაინ შეხვედრების დასაწყისი არც ისე კომფორტული, განსაკუთრებით თუ ყველა მონაწილე ერთმანეთს კარგად არ იცნობს.
Break Out Bingo არის სპეციალურად შექმნილი ice-breaking აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს გუნდის წარმომადგენლების გახსნილობას და კომუნიკაბელურობას, მატებს მათ თავდაჯერებულობას გამოხატონ თავიანთი შეხედულებები და აზრები როგორც საქმიან, ასევე სხვა ყოფით საკითხებთან მიმართებაში. ვინაიდან ურთიერთობები კომპანიის წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესია, აღნიშნული თამაში, პირველ რიგში, არსებული ურთიერთობების გამყარებას ან ახალი კავშირების შექმნას უწყობს ხელს, რის შედეგადაც კოლეგები ერთმანეთის მიმართ მეტი ნდობით აღიჭურვებიან.
it was really a lot of fun, a very energizing activity, well organized, innovative and well executed.
ეს აქტივობა შეიქმნა დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის. თქვენი გუნდი შესაძლოა სახლიდან მუშაობდეს, რეგიონალური ოფისების სხვადასხვა ლოკაციებზე ან სხვადასხვა ქვეყნებში. მოგწონთ თემა, მაგრამ გსურთ პირისპირ ან ჰიბრიდული გადაწყვეტილება? დაგვიკავშირდით რათა მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ მოვარგებთ ამ გამოცდილებას თქვენს გუნდს.
თიმბილდინგის ვებგვერდზე და აპლიკაციაზე დაფუძნებული დისტანციური პროგრამები
იცოდით, რომ ჩვენ გთავაზობთ როგორც ვებგვერდზე, ისე - აპლიკაციაზე დაფუძნებულ აქტივობებს? შეგვეკითხეთ, რომელი დისტანციური პროგრამა შეესაბამება თქვენს ორგანიზაციაში არსებულ ვითარებას.