Breakthrough

გუნდები ერთიანდებიან სავარჯიშოებთან გასამკლავებლად

1 - 4 საათები
დახურული და ღია სივრცე
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
10 - განუსაზღვრელი

შესახებ

„გარღვევა“ კარგი საშუალებაა ჯგუფური დინამიკის გამოსაკვლევად, რადგანაც წარმატების საწინდარი ხდება სწორედაც რომ მნიშვნელოვანი „გარღვევები“ გუნდის წევრების აზროვნებაში. გუნდებს ეძლევათ „პრობლემების გადაჭრის“ სავარჯიშოები, რომლის თითოეული მათგანი შექმნილია იმისათვის, რომ გამოიკვლიოს კომუნიკაციის პროცესი და ხაზი გაუსვას გუნდური მუშაობის ასპექტებს, რომლებიც ძალიან ხშირად რჩება შეუმჩნეველი.

მოთელვისათვის გამიზნული „ყინულმჭრელი“ სავარჯიშოს შემდეგ, მონაწილეები ნაწილდებიან სხვადასხვა გუნდებში და ემზადებიან შეზღუდულ დროში სამუშაოდ. თითოეული სავარჯიშოს სასურველი შედეგების გააზრების შემდეგ, მონაწილეები აფასებენ მათ ხელთ არსებულ რესურსებს, სახავენ რეალურ მიზნებს და აღწევენ კონსესუსს მათი მიღწევისათვის საჭირო სტრატეგიის შემუშავებაზე.

გამოყოფილი დრო ზუსტად არის საკმარისი თითოეული სავარჯიშოს შესრულებისათვის და ეს მონაწილეებს ერთის მხრივ, აქეზებს უფრო სწრაფად იმოქმედონ და მეორეს მხრივ, აღავსებს მოტივაციით, უკვე მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე. გუნდებს შესაძლებლობა აქვთ გადააფასონ თავიანთი შრომა და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ასწიონ სწავლების პროცესი შემდგომ სავარჯიშოზე მუშაობისას.

მას შემდეგ რაც მონაწილეები გაუმკლავდებაინ ამ სავარჯიშოების სერიას, ისინი კვლავ ერთიანდებან საბოლოო გამოცდისათვის. ეს შეიძლება იყოს ძალზე კონკურენტული ან თანამშრომლური პროცესი, ასე რომ ყველა მოგებული დარჩება.

„გარღვევა“ შესაძლოა გამოყენებულ იქნას, როგორც გუნდის პროფილირების პლატფორმა, რასაც ემსახურება ბელბინის ტესტი თუ მაიერს-ბრიგის ინდიკატორი; ჩაღრმავებულმა მიმოხილვამ შეიძლება გამოავლინოს ბევრი სხვა მნიშვნელოვანი შემეცნებითი ასპექტი, თუმცა ჩვენ ხშირად ვხდებით მოწმე იმისა, რომ აქტივობის შედეგები თავად „საუბრობენ“ თავიანთ სიკეთეზე.

შედარებით მცირე დროში, გუნდები შეისწავლიან გუნდური მუშაობის ძირითად საფუძვლებს, ხოლო თითოეული მონაწილე ინტერესით დააკვირდება, თუ როგორ შეიძლება ინტერპერსონალური ურთიერთობის სტილმა გავლენა იქონიოს მათი გუნდის წარმატებაზე.

„გარღვევა“ მოწოდებულია პროფესიონალურ სტილში და მენიუს ფორმატით, რომელიც შესაძლოა მოერგოს სპეციფიკურ ადგილს, დელეგატების რიცხვსა და კონკრეტულ ბიზნეს საკითხებს.

სწავლების შედეგები

Breakthrough can be a platform for team profiling techniques such as Belbin or Myers-Briggs, and an in-depth review can draw out many other key learning’s, however, we often find that the activity outcomes speak for themselves.

In a comparatively short time teams learn about the basics of team working while individuals appreciate how their interpersonal styles may effect their team’s success.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

იმის გათვალისწინებით, რომ „გარღვევა“ საუკეთესო პლატფორმაა სწავლისათვის, იქნებ ღირდეს იფიქროთ მასზე, როგორც ქველმოქმედების საშუალებაზე? აჩუქეთ „გარღვევა“ სკოლას, ახალგაზრდულ ჯგუფს ან ნებისმიერ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელიც ისარგებლებს ამ აქტივობის შემეცნებითი და სასწავლო შედეგებით. ჩვენი წვლილის შეტანის მხრივ კი დავსძენთ, რომ ასეთ ღონისძიებას უზარმაზარი ფასდაკლებით შემოგთავაზებთ.

Related Testimonial

Breakthrough is an excellent complement to any team conference as it gives delegates the chance to get outside and compete against each other and have lots of fun

Valery Cussenot, General Manager
KSO Hong Kong

მოითხოვეთ ციტატა