Building A Dream

ააწყვეთ ველოსიპედი და დაეხმარეთ ღარიბ ბავშვებს

2 - 3 საათები
დახურული და ღია სივრცე
გამაერთიანებელი
24 - 200

შესახებ

გუნდები უმკლავდებიან მხიარულ და აქტიურ სავარჯიშოებსა და თავსატეხებს, რათა მოიპოვონ ხელსაწყოები და ნაწილები ასაგები ველოსიპედისათვის. როდესაც გუნდები მოაგროვებენ ყველა საჭირო დეტალს, ისინი იწყებენ ველოსიპედის აწყობის პროცესს, რათა მოასწრონ რამოდენიმე ტიპის ველოსიპედის აგება შეზღუდულ დროში. გუნდების ნახელავი მოწმდება ხარისხის კონტროლის მკაცრი სტანდარტების მიხედვით, რასაც სპეციალური ინსპექტორები აკონტროლებენ.

დროის ამოწურვასთან ერთად, გუნდები გამოაგორებენ საკუთარ ნახელავს „სტარტის“ ხაზზე და ამზადებენ, როგორც ველოსიპედებს, ასევე მცირე ზომის რეკლამასაც მეორე გუნდისათვის წარსადგენად, რომელსაც ამ შემთხვევაში, დაინტერსებული კლიენტის როლი აქვს მორგებული.

სწავლების შედეგები

ეს არის სრულიად არაორდინალური აქტივობა, რომელიც მონაწილეებს ამდიდრებს სასარგებლო ცოდნითა და ხანგრძლივი სასიამოვნო მოგონებებით. გუნდები სწავლობენ მეტოქე გუნდებთან პაექრობის ჩანაცვლებას თანამშრომლური ურთიერთობებით, რაც გულისხმობს ხელსაწყოების, ნაწილების, გამოცდილების, ცოდნისა და რესურსების გაზიარებას. ეს ასევე გულისხმობს საერთო მიზნის დასახვას, რომელიც ამ შემთხვევაში მაქსიმალური ოდენობის ველოსიპედების აწყობაა, მინიმალური დროისა და რესურსების გამოყენებით.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

აწყობილი ველოსიპედები შეიძლება საჩუქრად გადაეცეს შერჩეულ ბავშვთა სახლს, რაც სიხარულს მოუტანს ბავშვებს, ხოლო ველოსიპედების შემქმნელებს საკუთარი კარგი საქციელით კმაყოფილებას მოჰგვრის.

Related Testimonial

Our staff quickly realised this activity had a real knock-on. They applied themselves to achieve an excellent result in a limited amount of time. There were big smiles on the faces of our people knowing they were making a difference.

AIA Group

მოითხოვეთ ციტატა