Cake Off

გააფორმეთ და მორთეთ კორპორაციული ტორტი

1.5 - 2 საათები
შიდა
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
8 - 200

შესახებ

გუნდებს ეძლევათ ძირითადი ინგრედიენტები და საჭირო მასალა, რათა მორთონ უკვე გამომცხვარი ტორტი. გუნდები გაივლიან ტორტის მორთვის ყველა ეტაპს - იქნება ეს უბრალო ნახაზის შექმნა თუ დიზაინის კონცეფციის მოფიქრება, დაჭრა, ფორმის მიცემა, აწყობა და დამაგვირგვინებელი საფეხური - მისი მორთვა. თამაშის განმავლობაში გუნდებს შეუძლიათ დამატებითი სავარჯიშოების აღება და უკეთესი გასაფორმებელი მასალის  მოპოვება ან განსხვავებული დეკორაციის მიღება. ხშირ შემთხვევებში ამ გასაფორმებლების გამოყენებამ შესაძლოა გადაწყვიტოს გუნდის წაგების ან მოგების საკითხი. მას შემდეგ რაც გუნდები მორჩებიან ნამცხვრების მორთვას, ისინი მწკრივში დააწყობენ თავიანთ ნახელავს და წარმოადგენენ შთაგონების წყაროს, რომელმაც უბიძგათ ამ კონცეფციის არჩევისაკენ. ჟიური არჩევს გამარჯვებულ გუნდს და მას გადასცემს პრიზს საუკეთესო ტორტისათვის!

სწავლების შედეგები

„საკონდიტრო პაექრობა“ გთავაზობთ ინოვაციური და გუნდის თითოეულ წევრზე მორგებული აქტივობების წყებას. იგი თვალნათლივ წარმოაჩენს აქტივობაში ინდივიდუალური მონაწილეობისა და ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას; ამასთან, აქტივობაში შესაძლებელია სპეციფიკური ბიზნეს-მიზნებისა და ორგანიზაციული ფასეულობების ჩართვა. საკონდიტრო პაექრობა არის სახალისო და დაუვიწყარი აქტივობა, რომელიც ქმნის ფასეულობას ერთად ყოფნის შთაგონებით.

Related Testimonial

We were really surprised that a seemly simple concept as this could incorporate our organisational values and specific conference objectives. All teams enjoyed this hands on, creative activity with all individuals participating to produce an intriguing array of diverse cakes!

Bayer

მოითხოვეთ ციტატა