გუნდები ქმნიან და ჰარმონიულად აცეკვებენ დრაკონს
ჩინეთში დრაკონი ბედნიერი იღბალის სიმბოლოა, ისევე როგორც ძალაუფლების მოპოვების, სიბრძნის, ნაყოფიერებისა და ღირსებისა. გველეშაპი ცეკვავს ან როგორც ამას პინინზე უწოდებენ „ვუ ლონგს“ ასრულებს. ეს ცეკვა წარმოდგენილია გუნდის მიერ, რომელიც თანამშრომლობისა და ჰარმონიული მოქმედების მეშვეობით ცდილობს მდინარის ამ გრძელი, მოქნილი და ფერადი სულის აცეკვებას. აქტივობა „დრაკონის ცეკვა“ იყენებს კონცეფციას, რომლის მიხედვითაც გუნდებმა უნდა შექმნან ეს ყველასათვის ნაცნობი კულტურული სიმბოლო, ჩინური გველეშაპი, სრული პროცესის გავლით - კონცეფციის შექმნიდან მის საბოლოო განხორციელებამდე.
აქტივობა „დრაკონის ცეკვა“ მოითხოვს შემოქმედებით და ინოვაციურ მიდგომას და პროექტის მართვის კარგ უნარებს, რათა გუნდმა წარმატებით შეძლოს გველეშაპის შექმნა. ამის შემდეგ გუნდებმა უნდა წარმოადგინონ უნიკალური მუსიკალური ნაწარმოები ფონად და მასზე გველეშაპის ქორეოგრაფიული ცეკვა.
უპირველეს ყოვლისა, გუნდები ქმნიან ჩინური გველეშაპის დიზაინს და შემდეგ აწყობენ მას. ამ სტადიაზე წარმატების მისაღწევად გუნდებს მოეთხოვებათ გამომგონებლობა, შემოქმედებითი მიდგომა, პროექტის მართვისა და კომუნიკაციის კარგი უნარები. მიუხედავად იმისა, რომ ეს აქტივობა მოითხოვს თითოეული წევრის აქტიურ ჩართულობას - იგი ასევე საჭიროებს გამოკვეთილ ლიდერობასა და როლების გონიერ გადანაწილებას.
გუნდები შეიარაღებულნი არიან მუსიკალური ინსტრუმენტებით და თავადვე დგამენ ქორეოგრაფიულად დრაკონის ცეკვას. ამის შემდეგ, ისინი ჰარმონიულად შეთანხმებული მოქმედებებით იწყებენ მათ მიერ შექმნილი უნიკალური გველეშაპის ცეკვისა და მუსიკის ერთმანეთთან თანწყობას. გუნდებს ქულები მიენიჭებათ გამოვლენილი კრეატიულობის, შრომისმოყვარეობისა და გუნდური ძალისხმევის მიხედვით.
აქტივობის ფინალურ სტადიაზე სახელდება გამარჯვებული გუნდი. გუნდების მიერ მიღწეული წარმატების ხაზგასასმელად ისინი მოგვიანებით მიიწვევიან ოფისში გველეშაპის ცეკვის წარსადგენად, როგორც სამახსოვრო მათ მიერ მოპოვებული ცოდნისა და მიღწეული წარმატებისა.
პროექტის სწორი დაგეგმვა, მისი უწყვეტი შესრულება და გუნდების კრეატიული მიდგომა არის ის, რაც გადააქცევს „დრაკონის ცეკვას“ რთულ და სამახსოვრო აქტივობად. თავდაპირველად, გუნდები აფასებენ ამოცანების სირთულეს, შემდეგ ქმნიან ქვე-ჯგუფებს, რომელთაც პარალელურ რეჟიმში უნდა იმუშაონ და მოიყვანონ ყველა ელემენტი უნისონში. უწყვეტი გუნდური მუშაობა და ჯვარედინი თანამშრომლობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმატების მისაღწევად. ფინალის დროს, თითოეული დრაკონის ცეკვა ღირსეულადაა წარმოდგენილი და კოორდინირებული. ცეკვის რეპეტიციები ხელს უწყობს გუნდის გაერთიანებას, ხოლო ფინალური წარმოდგენა საჭიროებს მართვის განსაკუთრებულ უნარებსა და გუნდურ ძალისხმევას.
თქვენ შესაძლოა არჩიოთ ამ ღონისძიების კედლებს მიღმა გატანა და მისი ქუჩაში წარმოდგენა უფრო ფართო პუბლიკისათვის, რათა იგი მოემსახუროს უფრო კეთილშობილურ მიზანს და თქვენი კომპანიის მიერ არჩეული საქველმოქმედო მიზნისათვის მოიზიდოს ფული. გარდა ამისა, ამ აქტივობით შეგიძლიათ გაახალისოთ ადგილობრივ საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილება ან სულაც მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადარნი.