Flat Out On the Buses

გუნდები აგებენ და აჯიბრებენ ავტობუსებს

3 - 4 საათები
დახურული და ღია სივრცე
შემაჯიბრებელი / გამაერთიანებელი
20 - განუსაზღვრელი

შესახებ

თითოეული გუნდი ხელმძღვანელობს დეტალური სქემით, რათა შეძლოს დროისა და რესურსების იმგვარი გამოყენება, რომ მასალის „ბრტყელი შეკვრა“ გადააქციოს ნამდვილ ავტობუსად!

 გუნდებმა უნდა შეძლონ შედეგების წინასწარი ვიზუალიზაცია და რეალური წარმოდგენა. მუშაობის დაწყებიდან სულ მალე ისინი გაიაზრებენ, რომ საჭიროა პროექტის მართვის საუკეთესო უნარები, რათა შეძლონ ამ უცნაური პროექტის შემჭიდროვებულ ვადებში დასრულება. მათ შესაძლოა აირჩიონ ქვეჯგუფების შექმნა, რომლებიც დაინაწილებენ ამ კომპლექსური პროექტის დანაწევრებულ მცირე ამოცანებს შესასრულებლად. ეს ამოცანები უნდა იქნას განსაზღვრული, გადაცემული და დავალებული ყოველი მონაწილისათვის, ხოლო თითოეული მათგანის ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საბოლოო წარმატების მიღწევისათვის.

მას შემდეგ რაც გუნდები მოახერხებენ ავტობუსების აგებას, ისინი უნდა მოირთოს სარეკლამო ტექსტით, რომელიც შესაძლოა ეხმიანებოდეს კორპორაციულ მესიჯებს ან კონფერენციის თემატიკას. შესაძლებელია საუკეთესო თემატიკის ავტობუსის დაჯილდოება სპეციალური პრიზით.

მთავარი გამოწვევა იწყება მაშინ, როდესაც გუნდები „ჯდებიან თავიანთ ავტობუსებზე“ და იწყებენ ერთმანეთის გასწრებას სრული სისწრაფით მომდევნო ავტობუსის გაჩერებამდე. ასეთი დიდი და მოუქნელი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, ბუნებრივია, იწვევს მხიარულებასა და სიცილს, რომელიც მეგობრული პაექრობის ტრადიციული თანმდევია.

სწავლების შედეგები

აქტივობა „ავტობუსებით რბოლა“ ეხმარება გუნდის წევრებს ისწავლონ თანამშრომლობა და გამოიმუშავონ რესურსებისა და დროის მართვის მნიშვნელოვანი უნარები. გუნდის წევრებმა, თავდაპირველად, უნდა გაიგონ და დაინახონ მთავარი მიზანი და დააქუცმაცონ ეს რთული პროექტი მცირე ზომის, დროში გაწერილ და კონკრეტულ ამოცანებად. საუკეთესო შედეგის მიღწევისათვის საჭიროა ამოცანების დაკვირვებით გადანაწილება და კომუნიკაციის მეშვეობით უზრუნველყოფა იმისა, რომ გუნდის თითოეულ წევრს მიეკუთვნოს კონკრეტული როლი, სწორად გაიგოს და აღიქვას ეს პასუხისმგებლობა და კარგად იცოდეს საკუთარი წვლილის მნიშვნელობა საერთო საქმეში. ყოველივე ეს უმნიშვნელოვანესია პროექტის მართვის უნარების კუთხით.

გუნდები მალევე აღმოაჩენენ, რომ ერთი შეხედვით შეუძლებელი ამოცანა, უმალ ხდება შესაძლებელი, როდესაც ცალკეული პირები ისწრაფვიან საერთო მიზნისაკენ, ეფექტურად თანამშრომლობენ და აერთიანებენ საკუთარ ძალისხმევას, როგორც გუნდი. მათთვის ასევე საკმაოდ მოულოდნელი იქნება აღმოჩენა იმისა, რომ ლიდერობის უნარები და წამყვანი იდეები ხშირ შემთხვევებში მოდის იმ ადამიანებისგან, რომელთაგანაც ეს ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

„ავტობუსებით რბოლა“ საუკეთესო საშუალებაა სკოლების ან საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის ფულის შესაგროვებლად. გუნდებს შეუძლიათ ფსონები დადონ რბოლის შედეგებზე; ან სულაც კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანონ ეს კეთილი საქმე და მოძებნონ სპონსორი მათი მომავალი ავტობუსებისათვის, რომელზეც განთავსდება სპონსორი კომპანიის რეკლამა, ხოლო მოგროვებული ფული გადაერიცხება არჩეულ საქველმოქმედო ფონდს.

Related Testimonial

A great way of highlighting the importance of effective communication and strategy development to complete a collaborative project in a limited space of time. Great to get outside, have fun together and away from screens too!

Pandora

მოითხოვეთ ციტატა