Funk the Junk

ჯართის აკუსტიკური გამოყენება

1 - 1.5 საათები
დახურული და ღია სივრცე
გამაერთიანებელი
25 - 60

შესახებ

მომავლის წარმოდგენა უმნიშვნელოვანესია ბიზნეს სტრატეგიის წარმატებისათვის. აქტივობა „აამღერე ჯართი“ ეხმარება მონაწილეებს თავიდან მოხაზონ გონებაში შესაძლებელის საზღვრები, ამასთან, შეზღუდული რესურსების პირობებში.

„აამღერე ჯართი“ გთავაზობთ სრულიად ახლებურ და განსხვავებულ მიდგომას მუსიკისადმი  - პროფესიულად აწყობილი და მომართული „მეტალის ჯართის“ ისნტრუმენტების გამოყენებით, რომელიც გამოგონებული და შექმნილია ურბანული ნარჩენებისაგან. თავად გახდით მოწმე იმისა, თუ როგორ აიშვებს თავს თქვენი გუნდის  კოლექტიური კრეატიულობა და გადააქცევს მას აქამდე არნახულ მუსიკალურ ჯგუფად. მონაწილეები მიმართავენ იმპროვიზაციას, შექმნიან და დირიჟორობას გაუწევენ მუსიკას გარდამტეხი მომენტიდან ფეხის რიტმულ ბრახუნამდე.  ეს ჩამთრევი ენერგიული აქტივობა მორგებულია და შექმნილია ნებისმიერი ტიპის პიროვნების გამოხატვისათვის; იქნება ეს ინტროვერტი, ჰედონისტი, ბრძენი თუ მუდო. რომელ ფსიქოტიპსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეთ, მაინც ისიამოვნებთ ამ ახალბედა გუნდის მიერ შექმნილი ლამაზი და ემოციური მუსიკით, რომელსაც ისეთი ისეთი ჯადოსნური ინსტრუმენტების მეშვეობით უკრავენ, როგორიცაა: მუსიკალურად მომართული შეკუმშული გაზის ავზი, ბოთლის მეტალის სახურავების ჩხრიალა თუ ჰარმონიკული სახანძრო ზარი.

იფიქრეთ საზღვრებს მიღმა და „ყუთის გარეთ“ და გახდით მოწმე იმისა, თუ როგორ ქმნიან თქვენი მხიარული და მომღიმარი კოლეგები მუსიკალური ერთიანობის განწყობას, რომელიც ყველასათვის ერთნაირად ამაღელვებელი და გამახალისებელია.

სწავლების შედეგები

აქტივობა „აამღერე ჯართი“ არის კრეატიული მიდგომის ხორცშესხმა, რომლის საერთო მიზანს წარმოადგენს გუნდებს შორის ურთიერთნდობის, საერთო ხედვისა და დადებითი დამოკიდებულების მიღწევა.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის შედეგები

აქტივობა „აამღერე ჯართი“ სპეციალურად შექმნილია იმისათვის, რომ ჩვენს ყოველდღიურ დღის წესრიგშიც ჩართოს ნარჩენების გადამუშავებისა და რესურსების ხელმეორედ გამოყენების თანამედროვე მიდგომები. ეს ნამდვილად სწორი მიდგომაა, რომ ყველაფერი გადამუშავდეს და ხელმეორე სიცოცხლე შეიძინოს. ეს აქტივობა იმავდროულად „მწვანე“ ფასეულობებსა და იდეებსაც უწევს რეკლამას და ყველას განაცვიფრებს, ვინც გაბედავს და მასში მონაწილეობას მიიღებს.

Related Testimonial

Amazing way of using junk materials to make music. A great reminder for us all of inventive recycling. Was hilariously good fun!

Philips

მოითხოვეთ ციტატა