შექმენით და იმღერეთ საფეხბურთო სკანდირება
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტი ხდება საუკეთესო და ყველაზე სასარგებლო კორპორაციული აქტივობა, რომელიც გამოსცდის თქვენი გუნდის უნარს იმუშაონ ერთად და შექმნან თავიანთი საფეხბურთო კლუბი.
მოხერხებული ხელმძღვანელობა და კომუნიკაციის უნარები წარმოადგენს დაგეგმვის ეტაპის უმნიშვნელოვანეს ასპექტებს, როდესაც თქვენ ანაწილებთ პასუხისმგებლობის სფეროებს და იღებთ ტალანტის საჭირო ნაკრებს თქვენი გუნდის წევრებისაგან. იმსჯელეთ მიზნებზე და მიუჩინეთ თითოეულ ამოცანას საუკეთესო კანდიდატი გუნდის წევრებისაგან. მთავარი გამოწვევა სწორედ ახლა იწყება!
აქტივობა „გოოლ!“ წარმატების მისაღწევად გუნდებისაგან მოითხოვს ფართო სპექტრის უნარებს, იქნება ეს კრეატიული უნარები, როგორიცაა მარკეტინგი, სპონსორობა და სტადიონის დიზაინის შექმნა, თუ უფრო მოქმედებაზე ორიენტირებული ამოცანები, როგორიცაა მოთამაშეთა ტრენინგი და პენალტის დარტყმები. თქვენი გუნდის თითოეული წევრი წარმოადგენს ფასეულ რესურსს, ასე რომ გონივრულად გამოიყენეთ ყოველი მათგანი.
მსაჯები მზად არიან, ხოლო მონაწილეები იწყებენ სკანდირებას და წარმოადგენენ მათ საუკეთესო საფეხბურთო ჰიმნს. რადგანაც ემოციურ სკანდირებას დაუოკებელი წყურვილის გრძნობაც მოყვება ხოლმე, ამიტომაც სასუსნავი და სასმელი გათვალისწინებულია ყველასათვის, ხოლო გუნდები მიიწვევიან წარმოადგინონ სტადიონის ყველა მოდელი, რომელიც მათ შექმნეს აქტივობის განმავლობაში. ბოლოს, ქულები ითვლება, უკუკავშირი ჟღერდება და გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი!
აქტივობა „გოოლ!“ ინკლუზიური აქტივობაა, რომელსაც გადმოაქვს ფეხბურთისათვის დამახასიათებელი მხიარულება და ენერგია და მუხტავს თითოეულ მონაწილეს. ასე რომ, გადაინაცვლეთ მოედანზე და გამოიყენეთ ეს შესანიშნავი საშუალება გუნდის განვითარებისათვის.
Sound leadership and communication skills are key in the planning stages where teams assign responsibilities to get the most from the talent within their team. Individuals discover others’ strengths and ability. GOALL! demands a variety of skills to succeed. Every member of a team is a valuable resource to be used wisely in order to succeed. GOALL! is an inclusive activity that makes the fun and energy of football accessible to everyone.
Goall!! was active, creative and great fun. It challenged our people to use innovation and active listening in developing strategy together.