ქარიშხალისგან გაქცევა
„ქარიშხლისგან გაქცევის“ სიუჟეტი თბილ და კომფორტულ სამთო ხის კოტეჯში კომპანიის გამგზავრებით იწყება. უეცრად გაისმის შტორმის განგაშის სიგნალი. რამდენიმე საათში მათი კოტეჯი თოვლით დაიფარება და ისინი ელექტროენერგიის გარეშე რჩებიან!
გადასარჩენად, გუნდებმა უნდა სცადონ თავის დაღწევა. ამ პროცესში მათ მოუწევთ ზამთრის ველური ბუნებისგან გადარჩენის გამოწვევებთან (ჩელენჯები) გამკლავება, მათ შორის კვანძების გაკეთება, ცხოველთა ნაკვალევის გამოცნობა, პირველადი სამედიცინო დახმარება, მთის ცნობა და კიდევ მეტი. გამოწვევებისთვის (ჩელენჯები) თავის დაღწევით ისინი მიდიან საბოლოო გამოწვევამდე (ჩელენჯი), როდესაც მათ ნიშანი უნდა მისცენ სამაშველო თვითმფრინავს დასაშვებად და მათ გადასარჩენად.
„ქარიშხალისგან გაქცევა“ თქვენი გუნდის მდგრადობას შეუწყობს ხელს. ის კონკრეტულად იმისთვის არის შექმნილი, რომ გუნდის წევრები იძულებული გახდნენ ითანამშრომლონ. თითოეული პირი მიიღებს შეკითხვის ან მასზე პასუხის ნაწილს და მხოლოდ ერთად მუშაობით იქნება შესაძლებელი სწორი პასუხის მიღება. განვითარებადი სიუჟეტი და გამოწვევები (ჩელენჯები) საჭიროებს დისკუსიებს, რომელშიც საჭირო იქნება განვლილი გამოცდილების შესახებ ისტორიების გაზიარება, გუნდის წევრებისთვის სივრცის შექმნა იმისათვის, რომ ერთმანეთი გაიცნონ ახალ და უნიკალურ დონეზე. იქედან გამომდინარე, რომ გამოწვევები (ჩელენჯები) ორიენტირებულია რეალურ ცხოვრებაში გადარჩენის ძირითად უნარებზე, მოთამაშეები თამაშს დაასრულებენ ველურ ბუნებაში გადარჩენასთან დაკავშირებული გაღრმავებული ცოდნით.
თამაში „Haunted house“ სახალისო იყო და ჩვენ სიამოვნება მივიღეთ. მთლიანობაში ეს მსგავსი დისტანციური აქტივობის კარგი გამოცდილება იყო.
ეს აქტივობა შეიქმნა დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის. თქვენი გუნდი შესაძლოა სახლიდან მუშაობდეს, რეგიონალური ოფისების სხვადასხვა ლოკაციებზე ან სხვადასხვა ქვეყნებში. მოგწონთ თემა, მაგრამ გსურთ პირისპირ ან ჰიბრიდული გადაწყვეტილება? დაგვიკავშირდით რათა მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ მოვარგებთ ამ გამოცდილებას თქვენს გუნდს.
თიმბილდინგის ვებგვერდზე და აპლიკაციაზე დაფუძნებული დისტანციური პროგრამები
იცოდით, რომ ჩვენ გთავაზობთ როგორც ვებგვერდზე, ისე - აპლიკაციაზე დაფუძნებულ აქტივობებს? შეგვეკითხეთ, რომელი დისტანციური პროგრამა შეესაბამება თქვენს ორგანიზაციაში არსებულ ვითარებას.