Whisky Wisdom

აბა გამოიცანით, რომელი ვისკი რომელია?

30 წუთი - 1 საათში
შიდა
შემაჯიბრებელი
8 - განუსაზღვრელი

შესახებ

მარკ ტვენმა ერთხელ სთქვა: „ნებისმიერი რამ გადამეტებული ოდენობით ცუდია, თუმცა კარგი ვისკის გადამეტებული რაოდენობა საკმარისი არაა.“

„ვისკის სიბრძნე“ გთავაზობთ გასართობ საღამოს, რომელიც გამოსცდის თქვენს დედუქციურ შესაძლებლობებს ამ სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში.

„ვისკის სიბრძნე“ საუკეთესო დაბოლოება იქნება თქვენი საკონფერენციო საღამოსი, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს გუნდური შეკავშირების ელემენტებსა და „ძილისწინა წყუპვის“ ძალზე პოპულარულ კორპორაციულ ტრადიციას! დატკბით ამ გამახალისებელი მასლაათით, მეგობრული პაექრობითა და ვისკის ნება-ნება წრუპვით.

ვისკის გაცილებით მდიდარი და მრავალფეროვანი სპექტრის გემოვან თვისებები ახასიათებს,  ვიდრე ნებისმიერ სხვა სპირტიან სასმელს. თითოეული ქვეყანა, ტრადიციულად, აწარმოებს მხოლოდ მისთვის დამახასაიათებელ ვისკის კატეგორიას, თუმცა თავად ამ კატეგორიაშიც მოიპოვება წარმოუდგენლად მდიდარი არჩევანი ვისკის ტიპებისა.  გამოყენებული მარცვლელის სახეობა, გამოხდის მეთოდი და დავარგებისათვის შერჩეული კასრის ტიპი განსაზღვრავს ვისკის განსხვავებულ გემოს. ვისკი, ეს არის თავგადასავალი. „ვისკის სიბრძნე“ გიწვევთ გადაეშვათ მის სამყაროში და დატკბეთ ვისკის მრავალფეროვნებით.

მცირე შესავლის შემდეგ, გუნდები ეცნობიან წესებს და მათ ურიგდებათ არომატებით სავსე ბოთლები. ამ სტადიაზე, რეკომენდებულია გუნდებმა დაიწყონ არომატების დახარისხება და პირველადი ვარაუდების გამოთქმა, რადგანაც გაიმარჯვებს ის გუნდი, რომელიც პირველი შეძლებს გამოიცნოს სწორად მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ვისკის ბრენდების არომატი!

შეიგრძენით არომატი...

სპეციალური ყნოსვის ჩხირის მეშვეობით, თქვენ შეძლებთ გამოიცნოთ ყუთში მოთავსებული თითოეული არომატი. ეს ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა სულ მალე გადაიქცევა წარმოუდგენლად სახალისო განხილვად, რომელიც დასრულდება გუნდის ერთსულოვანი გადაწყვეტილებითა და შეთანხმებით, თუ რომელი ვისკი რომელია.

რომელი ვისკი რომელია?

ხანგრძლივი ყნოსვისა და დაგემოვნების სავარჯიშოების შემდეგ დადგება დრო, როდესაც თქვენ და თქვენმა თანაგუნდელმა „ექსპერტებმა“ უნდა გამოიტანოთ პირველი დედუქციური დასკვნები. შეადარეთ პასუხები, იმსჯელეთ გუნდის წევრებთან და მიეცით საშუალება უმრავლესობის არჩევანს გადაგიყვანოთ ფინალურ რაუნდში.

გამარჯვებულ გუნდს გაუმარჯოს!

ჩააბარეთ თქვენი პასუხები და განაგრძეთ ვარაუდების გამოთქმა, სანამ შედეგები ითვლება. თქვენი კოლექტიური ძალისხმევა და შრომა დაჯილდოვდება ვისკის შემდეგიჯერის ჩამოტარებით და თქვენ შეძლებთ სრულად გამოავლინოთ ეს ახლადშეძენილი ცოდნა.

და გახსოვდეთ ჯორჯ ბერნარდ შოუს უკვდავი სიტყვები: ვისკი, ეს არის თხევადი მხის სხივი.“

სწავლების შედეგები

Engage your team in the process of quick, informed decision making and the art of using persuasive speech and body language to convince others. This light-hearted networking activity will have teams relaxing and laughing as they listen to the opinions of others and discuss and debate their way towards a collective decision.

Related Testimonial

A sophisticated addition to our evening event. Lubricated networking and discussion.

PWC

მოითხოვეთ ციტატა