გუნდური აქტივობის მეშვეობით ხდება თითოეული თანამშრომლის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინება და კოლექტიური განწყობის შექმნა
პროგრამა მოიცავს აქტივობას, სადაც მონაწილეები ცდილობენ აღადგინონ სხვადასხვა სურათები მხოლოდ და მხოლოდ იმ ნივთების და ტანისამოსის საშუალებით, რომლებიც მოეპოვებათ სახლში. საბოლოო რეზულტატი ხშირად სახალისო და შთამბეჭდავია.
მონაწილეები გადანაწილებულნი არიან გუნდებში. ყოველი გუნდი იღებს ერთნაირ დავალებას, რომ აღადგინონ და გადაიღონ რაც შეიძლება მეტი ფოტოსურათი, რომლებსაც კარნახობს პროგრამა, მოცემული დროის განმავლობაში. ქულები ითვლება თითოეული აღდგენილი ფოტოსურათის საფუძველზე, მიუხედავად იმისა თუ რამდენად „იდეალური სურათი“ გამოვიდა. გუნდები, ასევე იღებენ დამატებით ქულებს კრეატიულობისთვის, იუმორისთვის და დეტალებზე ორიენტირებულობისთვის. ფინალურ ჩვენებაზე, მონაწილეები მისცემენ ხმას თავიანთ ფავორიტ ფოტოსურათს და გამოცხადდება გამარჯვებული გუნდი. შესაძლებელია პრიზების გადანაწილება თქვენი სურვილიდან გამომდინარე.
Picture Perfect არის კოლაბორაციული, გუნდური აქტივობა რომელიც ხელს უწყობს მონაწილეებში გუნდური მუშაობის უნარების დახვეწას და უბიძგებს მათ დაეხმარონ ერთმანეთს, გაუზიარონ გუნდს თავიანთი აზრი და შესთავაზონ გამოსავალი. მონაწილეებს აუცილებლად სჭირდებათ წარმოსახვის და კრეატიული აზროვნების ჩართვა აქტივობის დროს, რათა გამოიყენონ მათთვის ხელმისაწვდომი ნივთები ყველაზე უჩვეულო და უცხო დანიშნულებით. სტუმრებს დასჭირდებათ წვდომა Zoom-ის აპლიკაციასთან ან სხვა ვიდეო საკონფერენციო პლატფორმასთან.
ეს აქტივობა შეიქმნა პირისპირ, დისტანციური, ჰიბრიდული და სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე მყოფი გუნდებისთვის. თუ თქვენი გუნდი სახლიდან მუშაობს, სხვადასხვა რეგიონალურ ოფისებში ან სხვადასხვა ქვეყნებში, მოიკითხეთ ჩვენთან ამ აქტივობის დისტანციური ან ჰიბრიდული ვერსია. დაგვიკავშირდით რათა გაიგოთ, როგორ მოვარგებთ ამ გამოცდილებას თქვენს გუნდზე.
ეს აქტივობა შეიქმნა დისტანციურად მომუშავე ადამიანებისთვის. თქვენი გუნდი შესაძლოა სახლიდან მუშაობდეს, რეგიონალური ოფისების სხვადასხვა ლოკაციებზე ან სხვადასხვა ქვეყნებში. მოგწონთ თემა, მაგრამ გსურთ პირისპირ ან ჰიბრიდული გადაწყვეტილება? დაგვიკავშირდით რათა მეტი გაიგოთ იმის შესახებ, თუ როგორ მოვარგებთ ამ გამოცდილებას თქვენს გუნდს.
თიმბილდინგის ვებგვერდზე და აპლიკაციაზე დაფუძნებული დისტანციური პროგრამები
იცოდით, რომ ჩვენ გთავაზობთ როგორც ვებგვერდზე, ისე - აპლიკაციაზე დაფუძნებულ აქტივობებს? შეგვეკითხეთ, რომელი დისტანციური პროგრამა შეესაბამება თქვენს ორგანიზაციაში არსებულ ვითარებას.