გუნდები აგებენ მანაქანის მოდელს რალისათვის
ჩაატარეთ მანქანებისა და რალის თემატიკის ეს დინამიკური აქტივობა და გახდით მოწმე ენერგიისა და კრეატიულობის ამოფრქვევისა. ერთად შეკრული გუნდი, ფუსფუსითა და აღტაცებით ელოდება პირველი რალის დაწყებას.
გუნდები თანდათანობით აგებენ მანქანების მოდელებს გუნდურ სავარჯიშოებში მონაწილეობის მეშვეობით. ისინი ასევე აამზადებენ სპეციალურ ბანერებს და ამზადებენ სარეკლამო მასალას საკუთარი გუნდის მხარდასაჭერად და წასახალისებლად.
ამის შემდეგ რალის დრო დგება. გუნდები ეწყობიან სტარტზე. როგორც კი ალამი დაეშვება, მექანიკოსები იწყებენ ჰაერის ჩატუმბვას რაკეტაში, რათა მანქანა მოსწყდეს ადგილს. რაც უფრო სწორია და პირდაპირი გზა, მით უფრო დიდ მანძილს გაივლის მანქანა. გამარჯვებული, რასაკვირველია, იქნება ის მანქანა, რომელიც ყველაზე დიდ მანძილს გაივლის გზაზე.
„გამწევი გუნდი“ არის ნამდვილად გამახალისებელი აქტივობა, რომელიც შესაძლოა გაიმართოს ვახშმის ან შესვენების დროს, ხოლო გუნდები მთელი დღის განმავლობაში მოემზადონ ფინალური რალისათვის.
ასე რომ, დაქოქეთ მანქანა ... მიეზით გაზი ... და მოემზადეთ რალისათვის!
გუნდებისათვის აუცილებელია კომუნიკაციის, ლიდერობისა და პროექტი მართვის უნარების მობილიზება, რათა შეძლონ სავარჯიშოების სერიის შესრულება და საჭირო კომპონენტების მოპოვება მანქანისათვის. ამასთან, გუნდები მანქანებს აგებენ შეზღუდული რესურსებისა და მკაცრად განსაზღვრული დროის პირობებში. გუნდებს დასჭირდებათ შემოქმედებითი აზროვნება და ინოვაციური მიდგომა, რათა მოიფიქრონ მკაფიო გუნდური სლოგანი და ბანერი. რალი, თავისთავად, ძალიან სახალისო, გამამხნევებლი და წამახალისებელი სავარჯიშოა, რომელიც აუმჯობესებს ჯგუფურ დინამიკას და ხელს უწყობს გუნდურ თავისუფლებას.
„გამწევი გუნდი“ იდეალურად ეხმიანება სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებს. იგი ხშირად გამოიყენება სკოლებისა და საავადმყოფობისათვის ფულის მოსაზიდად, ისევე როგორც სტიქიური უბედურების შემდგომი დახმარების მიზნით. აქტივობის მოწყობამდე ცოტათი ადრე, გუნდებს შეუძლიათ მოძებნონ სპონსორები მათი მანქანებისათვის, ხოლო მოგროვებული ფული გადარიცხონ საქველმოქმედო ფონდში. სხვა შემთხვევებში, ასევე შესაძლებელია მანქანებზე ფსონების დადება, ხოლო შეგროვებული თანხის გადარიცხვა შემოწირულობად.